logo
ENG



"აგენტი" ფარცხალაძე ახალი დეტალები - დროება

10 დეკ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 

„როგორ მოიპარა „ეფ-ეს-ბემ“ პოლიტემიგრანტი საქართველოდან“ - სტატიას ასეთი სათაურით რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აქვეყნებს. ის მოგვითხრობს შესაძლო სქემებს, თუ როგორ მუშაობენ საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსახლებული ოპოზიციონერების განეიტრალებაზე რუსული სპეცსამსახურები. სტატიის ავტორის ვარაუდით, რაფაილ შეპელიოვი, რომელიც ჯერ კირბალიდან გაიტაცეს და შემდგომ რუსულ ციხეში აღმოაჩინეს, შესაძლოა, პრობლემებს საქართველოს ხელისუფლებასაც უქმნიდა. ჩვენი შემდეგი სიუჟეტი შეერთებული შტატების მიერ მხილებული რუსეთის სპეცსამსახურების რეზიდენტის ოთარ ფარცხალაძის შესახებაა - თინა ერაძე მოგიყვებათ მისი და ეფ-ეს-ბეს თანამშრომლობის დღემდე უცნობ ფაქტებს.


close დახურვა